საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რაიონების გამგებლებსა და გუბერნატორებს მიმართა. მისი თქმით, საქართველო იმყოფება კამპანიაში არა არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნის გამთლიანებისთვის, გაძლიერებისთვის, ეკონომიკურად, ევროპულ სინგაპურად ჩამოყალიბებისთვის, მაღალთანამედროვე განვითარების მოდელის შექმნისათვის და პრეზიდენტის განცხადებით, "ეს არის ყოველდღიური შრომა და ბევრად მეტი შრომაა გასაწევი არჩევნების შემდეგ ვიდრე არჩევნებამდე". ამის შესახებ პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში განაცხადა, სადაც რაიონების გამგებლებსა და გუბერნატორებს ხვდებოდა.
პრეზიდენტმა იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც 2010 წელს უნდა განხორციელდეს. სააკაშვილმა რამაზ ნიკოლაიშვილის ღვაწლი აღნიშნა და განაცხადა, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი, რომლის მსგავსი ადამიანებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის განვითარებაში.