საქართველოს პრეზიდენტი სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების დონით უკმაყოფილოა. როგორც მიხელ სააკაშვილმა დღეს რეგიონების გუბერნატორებსა და გამგებლებთან შეხვედრისას განაცხადა, ქვეყანამ ყველაფერი უნდა გაკეთოს, რომ სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში გაიზარდოს.
"ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი განვითარდეს და მისი დონე 2-ჯერ გაიზარდოს. დღეისათვის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 12 %ს შეადგენს, რაც საკმაოდ მწირია", _ განაცხადა სააკაშვილმა.