სეპარატისტულ აფხაზეთში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები ჩავიდა. აფხაზური მედია აღნიშნული ვიზიტის შესახებ ჯერ ჯერობით მწირ ინფორმაციას ავრცელებს.
აფხაზური მხარე იუწყება, რომ პიტერ სემნები უკვე შეხვდა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს და აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრს სერგეი შამბას. ვრცელი ინფორმაცია აღნიშნული შეხვედრების შესახებ ჯერ ჯერობით არ ვრცელდება.
ამას გარდა, აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ დღის მეორე ნახევარში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერი ნუგზარ აშუბა მიიღებს