დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რაიონების გამგებლებს შეხვდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტი გამგებლებისგან რაიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენს.
შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება.