"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრი, პეტრე მამრაძე საფრანგეთის საგრეო საქმეთა მინისტრს, ბერნარ კუშნერს თხოვს საფრანგეთმა საქართველოს დახმარება კვლავ განაგრძოს, მიუხედავად ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უგუნური ქმედებებისა. ამის შესახებ მამარძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა.
"აგვისტოს ომის და შემდეგ პერიოდშიც საფრანგეთი და მისი ხელისუფლება საქართველოს ეხმარებოდნენ, მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის უგუნურებისა. ჩვენ ვთხოვთ საფრანგეთის საგრეო საქმეთა მინისტრს ამ ქვეყანამ საქართველოს დახმარება კვლავ განაგრძოს", - განაცხადა მამრაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მამრაძის განცხადებით, ხვალინდელ შეხვედრაზე "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" საკუთარ, საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ხედვას დააფიქსირებს.
შეგახსენებთ, რომ პეტრე მამრაძე, თინა ხიდაშელი, ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ალასანია, ხვალ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქმიან საუზმეზე არიან მიწვეულები.