დღეს, 14 ივლისს, თბილისის ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საფრანგეთის საელჩოდან აცნობეს, კუშნერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 14 ივლისს, 22:00 საათზე დაეშვება. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრება, სადაც ოფიციალური ვახშამია დაგეგმილი.
ვიზიტის მეორე დღეს, 15 ივლისს, 09:00 საათზე, ბერნარ კუშნერი ოპოზიციის ლიდერებს საუზმეზე უმასპინძლებს, ხოლო 10:00 საათზე ევროპის სახლში მინისტრი დიპლომატიური კორპუსის, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგს თემაზე: "ევროპა: წარსული და მომავალი გამოწვევები" გამართავს.
იმავე დღეს, 11:30 საათზე, კუშნერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, 12:30 საათზე, მინისტრები ერთობლივი პრესკონფერენციას გამართავენ, რის შემდეგაც კუშნერი და ვაშაძე ერთად ისადილებენ.
14:50 საათზე საფრანგეთის საგრეო უწყების ხელმძღვანელი კავკასიის ფრანგული სკოლას (ვაკის პარკი), ხოლო შემდეგ საელჩოს მომავალ შენობას (კრწანისის რეზიდენცია, ეუთოს ყოფილი შენობა) დაათვალიერებს, რის შემდეგაც დელეგაცია კოდის ლტოლვილთა ბანაკის დასათვალიერებლად გაემგზავრება.
კოდაში კუშნერს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანის, გაეროს ლტოლვილთა ფონდის წარმომადგენელს პიტერ ნიკოლაუსს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს ჰანსიორგ ჰაბერს და მისი მოადგილეს, გენერალი ჟილ ჟანვიე შეხვდება.