საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის შეხვდა. როგორც სააკშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, სიკორსკი საქართველოს დიდი ხნის მეგობარია და ერთმანეთთან საერთო ევროპული ღირებულები გვაკავშირებს.
"რადოსლავ სიკორსკი საქართველოს დიდი ხნის მეგობარია. ჩვენ საერთო მეგობრული ურთიერთობი გვაკავშირებს. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება, რომელზედაც ახლა ვმუშაობთ. ორივე ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვთანამშრომლობთ. პოლონეთი ერთ-ერთი გამონაკლისია, რომლის ეკონომიკაც იზრდება. დიდებული ამბავია, რომ პოლონელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოთი", - აღნიშნა სააკაშვილმა.
სიკორსკიმ პრეზიდენტთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პოლონეთის ტარაგიკულად დაღუპული პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, ლეხ და მარია კაჩინსკების სამძიმარზე მიხილ სააკაშვილის ჩასვლა და პოლონელი ხალხისთვის მისამძიმრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.