პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ ფრანგულ კომპანია Eუტელსტატ-ის წინააღმდეგ, რუსულენოვანი არხის "პირველი კავასიურის" სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლო გარჩევის საბაბი გახდა ის ფაქტი, რომ ტელემაუწყებლობა თანამგზავრ Eუტელსატ ჭ7-ის საშუალებით, ეთეშრი გასვლიდან ორი კვირის შემდეგ შეწყდა. ამ დროისათვის რუსულენოვანი არხი ინტერნეტით მაუწყებლობს. გადაწყვეტილება სასამართლომ 12 ივლისს გამოიტანა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორმა გია ჭანტურიამ ადრე განაცხადა, რომ პირველი ინსტანციის საბოლოო გადაწყვეტილება, შესაძლოა, მოდავე მხარეთაგან რომელიმემ გაასაჩივროს.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი "ეუტელსატს" საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი "პირველ კავკასიური" არხის სატელიტიდან გათიშვის და კონტრაქტის პირობების დარღვევის ბრალდებით უჩიოდა.
"პირველი კავკასიური" ფრანგულმა საკომუნიკაციო კომპანიამ მიმდინარე წლის 28 იანვარს გათიშა, ორკვირიანი მაუწყებლობის შემდეგ. ფრანგული კომპანია ირწმუნება, რომ ქართულ მხარესთან მხოლოდ საცდელი მაუწყებლობის შესახებ იყო შეთანხმებული, ამდენად, მას კონტრაქტი არ დაურღვევია.
ქართული მხარე "ეუტელსატის" მიერ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ითხოვდა, რომელიც სატელიტ ჭ7-ის მეშვეობით 2015 წლამდე ქართული არხის მაუწყებლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონტრაქტის დარღვევისთვის ფრანგული კომპანიისგან მატერიალური ზარალის ანაზღაურება 2, 5 მილიონი ევრო მოითხოვა, იმ შემთხვევაში თუ "პირველი კავკასიურის" სატელიტური მაუწყებლობა განახლდა, და 15 მილიონ ევრო, თუ "ეუტელსატმა" საბოლოოდ უარი თქვა კონტრაქტის განახლებაზე.
"პირველი კავკასიურისთვის", რომელიც ამჟამად მხოლოდ ინტერნეტით მაუწყებლობს, "ეუტელსთან" თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მისი სატელიტური სადგურით სარგებლობა, მას პოსტსაბჭოთა სივრცის ევროპულ ნაწილზე მაუწყებლობის შესაძლებლობას მისცემს. რუსულენოვანი არხის გათიშვის შემდეგ, თბილისშიც და პარიზშიც, გამოითქვა მოსაზრება, რომ ფრანგული კომპანიის გადაწყვეტილებაზე რუსეთის ზეწოლამ იმოქმედა.
"პირველი კავკასიური" ეთერში 2010 წლის 4 იანვარს გავიდა. 15 იანვრიდან მაუწყებლობის განხორციელბა თანამგზავრ Eutelsat W7 7-ის საშუალებით დაიწყო. სიგნალი ვრცელდებოდა რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, უკრაინაში, ბელორუსში და ცენტრალურ აზიაში.
თავდაპირველად Eutelstat-ის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ "პირველი კავკასიურის" ტრანსლაციის სიგნალი ტექნიკური პრობლემების გამო შეწყდა. მოგვიანებით კომპანიაში განაცხადეს, რომ 16-დან 28 იანვრამდე მაუწყებლობა ტესტურ რეჟიმში ხორციელდებოდა.
2010 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ Eutelsat W7 კომპანია "გაზპრომ-მედიამ", რომელიც "ნტვ-პლიუსს" ეკუთვნის, არენდით აიღო. "პირველი კავკასიურის' გენერალურმა დირექტორმა ზურაბ დვლმა განაცხადა, რომ გარიგება რუსეთის ზეწოლით შედგა და პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.