თურქეთის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული ახალი სანქციების ფონზე, უფრო მეტ არარუსულ ნავთობს ყიდულობენ. ამის შესახებ Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
თურქეთი ჩინეთთან და ინდოეთთან ერთად რუსული ნავთობის მსხვილი მყიდველია.
თურქეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ამჟამად ინდური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მსგავს ნაბიჯებს დგამენ, რაც აჩვენებს აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ძალისხმევის გავლენას რუსული ნავთობის გაყიდვების შეზღუდვის მიმართულებით, რომელიც უკრაინაში ომს აფინანსებს.
წყაროების თქმით, თურქეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, SOCAR Turkey Aegean Refinery-მ (STAR), რომელიც აზერბაიჯანული SOCAR-ის საკუთრებაშია, ცოტა ხნის წინ ერაყიდან, ყაზახეთიდან და სხვა არარუსული წყაროებიდან ნედლი ნავთობით დატვირთული ოთხი ტანკერი შეიძინა, რომლებიც დეკემბერში ჩავა.
ბოლო სანქციების შემდეგ, თურქული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიერ არარუსული ნავთობის შესყიდვების გაზრდის შესახებ აქამდე ცნობები არ არსებობდა.