"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ და პოლიტიკური ორიენტაციის ჩამოყალიბებას ურჩევენ. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გაზის მაგისტრალური მილსადენის პრივატიზების საკითხზე გამართული დებატებისას გააკეთა.
პარლამენტი მეორე მოსმენით იხილავს კანონპროექტს, რომელიც "სახელმწიფო ქონების შესახებ~ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.
ოპოზიცია კი იმ ნუსხიდან, რომელთა პრივატიზებაც დაუშვებელია, მაგისტრალური გაზსადენის ამოღების საკითხს აპროტესტებს.
ახვლედიანის თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა საქართველოში უკვე გამოკვეთეს საკუთარი ორიენტაცია, თუმცა ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა.
"ზოგი პუტინს ართმევს ხელს, ზოგი - კლინტონს, თქვენ კი ყველაზე გაუგებარ მდგომარეობაში ხართ," - მიმართა ახვლედიანმა უმრავლესობის წევრებს, ვინაიდან, მისი თქმით, `ხელისუფლება ერთი ხელით რუსეთს ებრძვის, მეორე ხელით კი მას სტრატეგიულ ობიექტებს ან აბარებს, ან ჩაბარების პერსპექტივას ქმნის.~
სწორედ ამიტომ იგი ხელისუფლებს ურჩევს, რომ საკუთარ პოზიციაში ჩამოყალიბდეს და არათანამიმდევრულ ნაბიჯებს ნუ დგამს.