ჯონდი ბაღათურია მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებასთან დაკავშირებით დახურული შეხვედრის გამართვას ითხოვს. ეს მოთხოვნა ჯონდი ბაღათურიამ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, `სახელმწიფო ქონების პრივატიზების~ შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის პროექტის განხილვისას გააკეთა.
კანონპროექტის თანახმად, სხვა ცვლილებებთან ერთად მაგისტრალური გაზსადენი იმ ნუსხიდან ამოდის, რომელთა პრივატიზება არ შეიძლება.
კანონპროექტი მეორე მოსმენით იხილება და განხილვა საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობს.
საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების არგუმენტების დასახელებას სთხოვს. უმრავლესობა კი ოპოზიციას უსაფუძვლო კრიტიკაში ადანაშაულებს.
დებატებისას ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ მოხდება გარკვეული შეკრება, სადაც ითათბირებენ და ოპოზიცია ხელისუფლების რეალურ არგუმენტებს მოისმენს.
მისი თქმით, საკითხი მოსმენილი უნდა იყოს, რადგან ოპოზიცია რეალურად გაერკვიოს თუ რას აპირებს ხელისუფლება, თუმცა ჯონდი ბაღათურია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას მაგისტრალური გაზსადენის იმ ობიექტთა ნუსხიდან ამოღება, რომლის პრივატიზებაც დაუშვებელია, გეოპოლიტიკური ვაჭრობისთვის სჭირდება.
საპარლამენტო უმრავლესობა კი ყველანაირი დახურული თათბირების წინააღმდეგია. "არანაირი დახურული შეხვედრა არ არის საჭირო, რადგან ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ გაზსადენის ამ ნუსხიდან ამოღება იგეგმება აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მის პრივატიზებას აპირებს,~ - აცხადებს თორდია.