მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზების საკითხის განხილვისას "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
"სახელმწიფო ქონების" შესახებ კანონპროექტის განხილავს, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად მაგისტრალური გაზსადენის იმ ნუსხიდან ამოღებას ითვალისწინებს, რომელთა პრივატიზებაც არ შეიძლება.
აღსანიშნავია, რომ საკითხის განხილვა საკმაოდ ხმაურიანი დებატებით წარიმართა, თუმცა ხელისუფლებამ ოპოზიცია მაინც მოსაწყენ დისკუსიასა და არაკომპეტენტურ კითხვებშიც დაადანაშაულა.
აღსანიშნავია, რომ მაგისტრალური გაზსადენით საქართველოს სარგებლის შესახებ კითხვა თავდაპირველად სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა დასვა, თუმცა, მოგვიანებით მანვე ოპოზიცია იმაში დაადანაშაულა, რომ ოპოზიცია ამ საკითხით არაკომპეტენტურად ინტერესდება.
პავლე კუბლაშვილის ამ განცხადებას "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ ხმამაღალი რეპლიკებით უპასუხა, რის გამოც მან პარლამენტის თავმჯდომარისგან ბაქრაძისგან გაფრთხილებაც დაიმსახურა.
ლევან ვეფხვაძემ კი სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად, გაფრთხილების მიღებისთანავე დატოვა.