ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრუიანთაში მამაკაცი, საკუთარ სახლთან, გარდაცვილი იპოვეს.
28 წლის ირაკლი ტარიელაძის ოჯახის წევრები მომხდარს მეზობლებთან მიმდინარე ქონებრივ დავას უკავშირებენ
მეზობლების თქმით, საქმე ეხება რამდენიმე ჰექტარ სასოფლო მიწას, რის გამოც, გარდაცვლილსა და მის მეზობელს შორის ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში უკიდურესად იყო დაძაბული. ადგილობრივების თქმით, მეზობლებს შორის დაპირისპირება კი, ხშირად ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც მიდიოდა.
ამ წუთებში მეზობელი, რომლსაც გარდაცვლილის ოჯახი მკვლელობის სავარაუდო შემკვეთად ასახელებს, პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. მისი ნათესავები ბრალდებებს უარყოფენ, თუმცა, კონფლიქტის არსებობას ადასტურებენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.