კრიმინალის დონე საქართველოში ძალიან დაბალია, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვიდეოჯარიმების ადმინისტრირების კუთხით შსს-ს მიერ დაგეგმილ სიახლეებზე საუბრისას განაცხადა.
"უსაფრთხოების ინდექსით საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს სხვადასხვა რეიტინგებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ განვითარებაზე და ერთობლივი ოპერაციების ცენტრიც სწორედ ამას ემსახურება, რომ ამაღლდეს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხი და ჩვენც ეფექტურები ვიყოთ, როგორც რეაგირების, ასევე პრევენციის ნაწილში. კრიმინალის დონე საქართველოში ძალიან დაბალია, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.