ნატოსა და ევროკავშირი ინტეგრაციის კუთხით პოლონეთი საქართველოს ყოველთვის დაეხმარება. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა როდისლავ სიკორსკიმ საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედროს შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მოხარულები ვართ, რომ ამ კუთხით უკვე ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკები იწყება, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი მარტივდება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ ინიციატივით, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გამარტივდეს", - განაცხადა სიკოსკიმ.
მისვე შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში საქართველოს ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
"მართალია, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულობა ევროკავშირის წევრად გახდომას არ გულისხმობს, მაგრამ ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ, რომ ამ პროგრამაში შემავალი ქვეყნები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისგან განსხვავებით პრივილეგიებით უნდა სარგებლობდნენ და მათთან უვიზო მიმოსვლა დაწესდეს. ჩვენ ასევე ბუქარესტში საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხს მხარი დავუჭირეთ, მაგრამ მაშინ ეს არ გამოვიდა, თუმცა ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე პოლონეთი თქვენს ქვეყანას ყოველთვის მხარს დაუჭერს", - აღნიშნა პოლონეთის საგრეო უწყების პირველმა პირმა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის როდისლავ სიკორსკი თბილისს გუშინ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პოლონელი დიპლომატი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, ოპოზიციის და დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
დღესვე სიკორსკი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილურს და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.