საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყირიმში ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრისას პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
მიხეილ სააკაშილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ კმაყოფილება გამოთქვეს საზოგადოებრივ დონეზე დიალოგის გაღრმავებაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდობასა და ბიზნეს-ჯგუფებს შორის.
საქართველოს და ბელორუსის პრეზიდენტებმა გამოთქვეს იმედი, რომ წელს საქართველოში ბევრი ბელორუსი ტურისტი ჩამოვა.
ცნობისათვის, ამ კვირაში ეს უკვე საქართველოს პრეზიდენტის მეორე შეხვედრაა დსთ-ს სივრცის ქვეყნის პირველ პირთან. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს შეხვდა.