ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა.
ამის შესახებ სემნებიმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა.
მისი თქმით, თბილისში ვიზიტის ფარგლებში ის ქართული პოლიტიკური წრეების და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ სახელმწიფო სტრატეგიას განიხილავს.
"ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთში გავემგზავრები, სადაც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკაზე მექნება საუბარი. ქართულ მხარესთან შეხვედრებზე კი სახელმწიფო სტრატეგიას განვიხილავთ. მოცემულ მომენტში ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის, საქართველოსთვის და მთელი სამხრეთ კავკასიისთვის", - განაცხადა სემნებიმ.
მისივე თქმით, იგი კონფლიქტური სიტუაციების შესახებ მოხსენებით ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე გამოვა.