პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა როდისლავ სიკორსკიმ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო.
პოლონეთის საგრეო უწყების ხელმძღვანელმა პირველი შეხვედრა სასტუმრო "რედისონში" ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან გამართა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში რიგი საკითხები განიხილეს.
ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სიკორსკი გმირთა მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკო.
ამჟამად იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება და შეხვედრას თავის ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან მართავს.
საქართველოს და პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება, რის შემდეგაც სიკორსკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნიკა გილურს სახელმწიფო კანცელარიაში 15:00 საათზე შეხვდება.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი როდისლავ სიკორსკი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრას დღეს, 17:30 საათზე ბათუმში, საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გამართავს.