დღეს, 13 ივლისს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. რადოსლავ სიკორსკი საქართველოს 12 ივლისს, საღამოს ეწვია.
პოლონეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს პოლონეთის ოფიციალური დელეგაციის პირველი ვიზიტია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ჯალაღანიას ინფორმაციით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული მეგობრობა და თანამშრომლობა არსებობს.
ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია, შეხვედრები საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან. იგეგმება ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების მთელი სპექტრის განხილვა. ასევე თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობა, ევროპულ ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, უპირველესად ევროკავშირისა და ნატოს სტრუქტურებში