დღეს, 13 ივლისს, 13:00 საათზე ივლისს აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011-2014 წლების პრიორიტეტების ჩასწორებული ვარიანტის განხილვა იგეგმება. 2011-2014 წლების პრიორიტეტების დოკუმენტში ჩასწორების გაკეთება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რამოდენიმე დღის უკან აჭარის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა და ბიუჯეტის როგორც საშელოსავლო ასევე ხარჯვითი ნაწილი გაიზარდა.
დოკუმენტში ნათქვამია რომ 2011-2014 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავარი მიზანი უცვლელია. მთავრობის მთავარ მიზანს წარმოადგენს რეგიონის ტურისტული პოტენციალის სრული რეალიზების ხელშეწყობა, რაც მიიღწევა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, შესაბამისად სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება, სახელმწიფო ინვესტიციური პროექტებით.