საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ეწვია.
პოლონეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს პოლონეთის ოფიციალური დელეგაციის პირველი ვიზიტია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ჯალაღანიას ინფორმაციით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული მეგობრობა და თანამშრომლობა არსებობს.
ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია, შეხვედრები საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან. იგეგმება ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების მთელი სპექტრის განხილვა. თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობა, ევროპულ ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, უპირველესად ევროკავშირისა და ნატოს სტრუქტურებში.