დღეს, გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. კონსულტაციების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შეხვდა ჰოლანდიის დელეგაციის ხელმძღვანელს, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპისა და მატრას პროგრამების დეპარტამენტის დირექტორს კასპარ ველდკამპს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ასპექტები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი მიმართულებები და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები.