„ადვოკატთა შესახებ" კანონში ცვლილებები უახლოეს სხდომაზე იქნება ინიცირებული და ის ადვოკატთა პროფესიულ განვითარებას და კანონში არსებული ხარვეზების დაძლევას ითვალისწინებს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელია დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ადვოკატთა ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, გუშინ, საქართველოს პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ჩანაწერი მიიღო, რითიც, პირველად კონსტიტუციის დონეზე, განისაზღვრა ადვოკატის ინსტიტუციური დაცვის გარანტია.
მისი თქმით, კონსტიტუციური კანონის მიღების შემდეგ პირველი ცვლილებები „ადვოკატთა შესახებ" კანონში და მისგან გამომდინარე „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონში შევა.
ეკა ბესელიას განცხადებით, გასულ წელს, მისი ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა შესაბამისი ცვლილება, რომლითაც ადვოკატის პროფესიის დაცვის გარანტია გაუთანაბრდა სისხლის სამართლის პროცესის დროს მოსამართლის, პროკურორის და გამომძიებლის დაცვის გარანტიებს და დაემატა მათ ჩამონათვალს.
მისივე თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადვოკატთა ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში - PROLoG" და „გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, მოამზადა ახალი ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს ადვოკატის პროფესიის გაძლიერებას და ამით ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაზრდას ქვეყანაში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციური კანონით, ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზება გარანტირებულია კანონით. როგოც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ადვოკატთა ასოციაციას წინადადების საფუძველზე, „ადვოკატთა შესახებ" კანონში აისახება ჩანაწერი, რომელიც გაეროს კონვენციიდან გამომდინარეა, კერძოდ: ადვოკატთა სამართლებრივი დაცვის განმსაზღვრელ თავს დაემატება რომ, ,,დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედება, დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენება, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა".
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დეტალურად ისაუბრა „ადვოკატთა შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე.
„ყველა ეს წინადადება თავად ადვოკატთა ასოციაციამ დააყენა ჩვენთან. ისინი ითხოვდნენ ამ ცვლილებების განხორციელებას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმუშავა მათთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ჩვენ ამით გამოვხატავთ დღეს მზაობას, რომ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ამ ცვლილებების ინიცირება შემდეგი კვირიდან. ჩვენ ეს პროექტი გადავუგზავნეთ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებს, კოლეგებს, აღმასრულებელი ხელისუფლებას, სასამართლოს, თუმცა წინა სამუშაო პროცესში ჩართული იყო ყველა ის პირი, ვისაც შეიძლება უშუალოდ შეეხოს ეს ცვლილებები. ეს კარგი ცვლილებებია და მთლიანობაში გააძლიერებს ადვოკატთა ასოციაციას ინსტიტუციურად და შესაბამისად, გააძლიერებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ადვოკატთა შესახებ" კანონის პროექტის თანახმად:
- საადვოკატოსაქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტით რეგულირების მიზნით, კანონში არსებულ ჩამონათვალსემატება შემდეგი პრინციპები:
- სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორცილების პატივისცემა;
- პროფესიული კომპეტენტურობა;
- ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა;
- კანონისმთლიან რედაქციაში ტერმინი „ადვოკატთა ტესტირება" იცვლება ტერმინით „ადვოკატთასაკვალიფიკაციო გამოცდა".
- ცვლილებისთანახმად, კონფიდენციალობის პრინციპი მყარდება და ხაზგასმა ხდება, რომ ადვოკატივალდებულია არ გაამჟღავნოს კლიენტის ვინაობა და საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგანმიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია). ამასთან,გამონაკლისის სახით მიეთითება, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი უფლების დაცვის დროს ან/დაკლიენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე:
- ზუსტდებაიმ პირების ჩამონათვალი, რომლებსაც კონკრეტულ საქმესთან მიმართებით არ ექნებათ ადვოკატისფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება.
- იცვლებაადვოკატთა სავალდებულო სტაჟირების გავლის წესი და მიეთითება, რომ ადვოკატი შეიძლება იყოსსაქართველოს მოქალაქე, რომელსაც გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსმიერ დამტკიცებული, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან შემდგარი, სავალდებულო სტაჟირების 1 წლიანიპროგრამა. შემოდის სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის ცნება და დგინდება მისი არჩევისა და სტაჟირებისგავლის პროცედურა.
- გამონაკლისისსახით მიეთითება, რომ სავალდებულო სტაჟირების პროგრამის პრაქტიკული ნაწილის გავლისმოთხოვნა არ გავრცელდება პირებზე, რომელთაც გააჩნიათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსმოსამართლედ, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მოსამართლედ და პროკურორად მუშაობისარანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.
- ზუსტდებაკანონის ჩანაწერი, რომლის თანახმად ადვოკატი ვერ გახდება პირი, რომელიც არის ნასამართლევი,როგორც განზრახ მძიმე, ისე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და კანონმდებლობით დადგენილი წესით არაქვს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული.
- დეტალურადგანისაზღვრება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირთა წრე დაპროცედურა. ამასთან, გათვალისწინებულია კანონიდან იმ ნორმების ამოღება, რომლებიც ითვალისწინებენ საერთო,სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციის გამოცდის ჩასაბარებლად საჭირო საგნების ჩამონათვალს.
- ცვლილებებითკანონში მიეთითება, რომ საადვოკატო ბიუროს სახელით კლიენტთან ურთიერთობისასხელმძღვანელობით/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებას განახორციელებს მხოლოდ ადვოკატი.
- ცვლილებისთანახმად, ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე პირისთვის უარის თქმის საფუძველი იქნებაასევე შემთხვევა, როდესაც ადვოკატის, მოსამართლის ან/და პროკურორის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდისჩაბარებიდან გასულია 7 წელი და იგი დადგენილი წესით არ გაწევრიანებულა ადვოკატთა ასოციაციაში.
- კანონსემატება ახალი მუხლი (ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი), რომლის თანახმადგანისაზღვრება მისი ფუნქცია, უფლება-მოვალეობები, დანიშვნისა და გათავისუფლების წესი.
- ცვლილებაშედის ადვოკატთა ეთიკის კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ ნორმებში, რომლის თანახმად:
- მიეთითება, რომ ეთიკის კომისიის წევრისა და თავჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება ზედიზედმხოლოდ ორჯერ;
- ეთიკის კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება განისაზღვრება 2 (ორი) წლით;
- ეთიკის კომისიის წევრებთან ერთად, ასოციაციის კრება, ასევე აირჩევს კომისიის სათადარიგო წევრებს;
- მიეთითება, რომ ეთიკის კომისიის წევრის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მისადგილს დაიკავებს რიგით მომდევნო სათადარიგო წევრი;
- განსახილველ დისციპლინურ საქმეზე ეთიკის კომისია უფლებამოსილი იქნება, სახელმწიფო ორგანოებიდანან/და კერძო პირებისგან კანონით დადგენილი წესით გამოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროაუცილებელი ინფორმაცია, ხოლო სახელმწიფო ორგანოებმა/კერძო პირებმა ინფორმაციაზე და შესაბამისდოკუმენტების გაცემაზე უარი უნდა დაასაბუთონ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- ზუსტდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, ეთიკის კომისია გადაწყვეტილებას გამოიტანს საქართველოსადვოკატთა ასოციაციის სახელით.
- ზუსტდებაადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოების ვადის შესახებ ჩანაწერი და მიეთითება, რომადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოება შეწყდება თუ სადაო მოქმედების ჩადენიდან ეთიკის კომისიისადმიმიმართვამდე გასულია 5 წელი.
- ცვლილებაშედის ადვოკატისთვის დისციპლინური სახდელის დადების წესში, რომლის თანახმად:
- ადვოკატისათვის საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ან ასოციაციის წევრობის შეწყვეტისსაკითხს განიხილავს ეთიკის კომისია არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით (ნაცვლად 12 წევრისა), ხოლოგადაწყვეტილება მიიღება 8 წევრის მიერ (ნაცვლად 10 წევრისა);
- შესაძლებელი იქნება ეთიკის კომისიის სხდომის საჯარო ფორმით ჩატარება, თუ წარმოდგენილი იქნებაორივე მხარის შუამდგომლობა;
- ეთიკის კომისიის სხდომაზე ადვოკატის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხისგანხილვა გადაიდება არანაკლებ 10 და არაუმეტეს 30 დღის ვადით. ადვოკატი ვალდებული იქნება, საპატიომიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მიუთითოს საქმის განხილვის მისთვის მისაღები 3 თარიღისაქმის განხილვისთვის დაწესებული ვადის გათვალისწინებით;
- ეთიკის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მომზადდეს გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში დაგაეგზავნოთ მხარეებს;
- ასევე, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც დგინდება დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა დასაჩივრის განხილვის ერთიანი წესი და პროცედურა.
„საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის პროექტის თანახმად, „ადვოკატთა შესახებ" კანონისპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებიდან გამომდინარე ზუსტდება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინოპალატის ფუნქციები და მიეთითება, რომ სადისციპლინო პალატა განიხილავს საჩივრებს როგორც საქართველოსსაერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის, ისე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებზე.