რომ არა რუსეთის ზეწოლა და რეჟიმი, რომელიც საქართველოს მართავს, უკრაინისა და მოლდოვის გვერდით საქართველოც უნდა ყოფილიყო, - ამისშესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკული ტელეარხ CBS News-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა ახლა “ძალიან შორსაა დემოკრატიისგან, მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ ძალიან ახლოს ვიყავით“.
"გუშინ ჩვენ ვნახეთ უკრაინისა და მოლდოვის პირველი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციისკენ, სადაც საქართველოც უნდა ყოფილიყო. საქართველო იქ არ არის რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და იმ რეჟიმის გამო, რომელსაც ამჟამად უჭირავს პოზიციები საქართველოში.
მმართველ რეჟიმს, ხელთ აქვს ძალაუფლების ყველა ინსტრუმენტი; [საქართველოში] აღარ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, დარჩენილია ძალიან ცოტა თავისუფალი მედია და ბევრ ჟურნალისტს მოუწია ქვეყნის დატოვება ან ციხეშია, ძალიან ცოტაა არასამთავრობო ორგანიზაციაა, ხოლო ოპოზიციური პარტიები, შესაძლოა, ხვალ აიკრძალოს და მათი ზოგიერთი ლიდერი ასევე ციხეშია",- განაცხადა ზურაბიშვილმა.