ოსლოში 6-10 ივლისს მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ასამბლეაში Eევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის სხდომა, რომელმაც განიხილა მიმდინარე საკითხები, მათ შორის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევნების საკითხი, ასევე ჩატარდა აღნიშნული ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევნები.
ევროპის სახალხო პარტია ერთ-ერთი გავლენიანი პარტიაა ევროპაში, რომელიც საპარლამენტო ასამბლეაში ყველაზე დიდი ფრაქციითა წარმოდგენილი.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი წერეთელი აირჩიეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის Eევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ. ასევე მოადგილეებად არჩეულ იქნენ კანადის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი კონსილიო დი ნინო Mr. Consiglio Di Nino) (რომელიც ასევე წარდგენილია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე) და ლიტვის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ვილიჯა ალეკნაიტე აბრამიკიენე (Ms. Vilija Aleknaite Abramikiene). ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს შვედეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ვალბურგა ჰაბსბურგ დუგლასი (Ms. Walburga Habsburg Douglas).