დღეს, 12:30 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით ტყეშელაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორს წარადგენს. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, შიდა ქართლის გუბერნატოროს პოსტს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ არსოშვილი დაიკავებს.
შიდა ქართლის რწუმუნებულის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური რაც ლადო ვარძელაშვილი სპორტისა და აზალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
ზურაბ არსოშვილის ბიოგრაფია
ზურაბ აროსშვილი დაიბადა 1978 წლის 21 იანვარს. დაამთავრა თსუ და იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი. ისტორია, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2009 წლის მაისიდან იყო ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი. 2008- 2009 საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2008 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით იყო თბილისის მერის მოადგილე. 2007-2008 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი. 2007 წელს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მეორე სამმართველოს უფროსი.
2006-2007 _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი. 2005-2006 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი. 2004-2005 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, ქ. თბილისის პირველი განყოფილების უფროსი. 2004 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, ოპერატიული თანამშრომელი. 2000-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს, სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორად, ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორად.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი