დღეს, 10 ივლისს, ყირიმში, ლივადის საიმპერატორო სასახლეში დსთ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურთა არაფორმალური სამიტი იმართება. არაფორმალური სამიტის გამართვა უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის 60-ისთავის იუბილეს ემთხვევა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე მიულოცა უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს 60 წლის იუბილე მიულოცა.
"უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას, რომელიც გულთბილ, მეგობრულ ვითარებაში გაიმართა, პრეზიდენტებმა უკრაინა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს", - იუწყებასაქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
აღსანიშნავია, რომ იანუკოვიჩის საიბილეო თარიღთან დაკავშირებული ღონისძიებები ძირითადად დღეს იმართება. პრეზიდენტი სააკაშვილი კი უკრაინაში სწორედ იანუკოვიჩის მიწვევით ჩავიდა.
საღამოს დადაგმილია საიბულეო ბანკეტის გამართვა.
ამ დრომდე უცნობია დასწრება თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი საიბულეო წვეულებას, სადაც არ გამოირიცხება მისი და რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შეხვედრა. უნდა აღინიშნოს, რომ იანუკოვიჩისთვის დაბადების დღის მისალოცად უკრაინაში რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინიც ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ დსთ-დან გასვლის შესახებ განცხადება 2008 წელს გააკეთა, ხოლო 2009 წელს მისი ორგანზაციის წევრობა ოფიციალურად შეწყდა.
მასალის გამოყენების პირობები