საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება. კიევში საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს 60 წლის იუბილე მიულოცა.
"უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას, რომელიც გულთბილ, მეგობრულ ვითარებაში გაიმართა, პრეზიდენტებმა უკრაინა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს", - იუწყება საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა.
ხვალ, 10 ივლისს დსთ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურთა არაფორმალური სამიტი იმართება. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.
საქართველომ ორგანიზაციის დატოვების განცხადი 2008 წელს გააკეთა, ხოლო 2009 წლიდან მისი წვერობა თანამეგობრობაში ოფიციალურად შეწყდა.