უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის იუბილეზე ყირიმში ჩასვლას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინიც გეგმავენ. უკრაინაში იმყოფება ასევე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
გავრცელებულ ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის უმაღლეს პირებს შეხვდეს.
უკრაინაში იანუკოვიჩის იუბილეზე რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერის გარდა, აპირებენ ჩასვლას ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულტან ნაზარბაევი.