საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის პირველ მოადგილედ მამუკა ახვლედიანი აირჩიეს. ასევე რეგლამენტში შესული ცვლილებების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარედ კიდევ ორი ოპოზიციონერი მოადგილე ჰყავს, რომელთა სამუშაოც დამატებით ანაზღაურებადია.
საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარის ორ მოადგილეს "ჩვენი საქართველო ახალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე და ქრისტიან-დემოკრატი ჯაბა სამუშია აირჩიეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა ახლადარჩეულ მოადგილეებს თანამდებობებზე დანიშვნა მოულოცა და წარმატებული მუშაობა უსურვა.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, იგი ეცდება საკრებულოდან რეალურად იზურნოს იმ ადამიანებზე, რომელებმაც არჩევნებში "ქრისტიან-დემოკრატებს" ხმა მისცეს. ასევე მისი თქმით, ქრისტიან-დემოკრატები შეეცდებიან საკრებულოს დაუბრონონ ყველა ის ფუნქცია, რომელიც მას 2005 წლამდე ჰქონდა.