ისა იამადაევმა სასამართლოში საკუთარი ძმის, რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატის რუსლან იამადაევის მკვლელობის შესახებ ჩვენება მისცა და ამ მკვლელობის დამკვეთი დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ასლანბეკ დადაევი და ელიმპაშა ხაცუევი, რომლებიც ამჟამად განსასჯელთა სკამზე სხედან ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის დავალებას ასრულებდნენ", _ განაცხადა ისა იამადაევმა და დასძინა, რომ შემსრულებლებს მხოლოდ ფული აინტერესებდათ.
"ფული და მეტი არაფერი, მე არ ვფიქრობ, რომ ეს სისხლის აღების შურისძიება იყო მათის მხრიდან", _ განაცხადა მან და კიდევ ერთ-ერთ სავარაუდო კილერად ხატაბის დაჯგუფების მეტყვიამფრქვევე დაასახელა. "ყოფილი ვაჰაბიტები არ არსებობს, ეს ჭირია ასეთი", _ განაცხადა იამადაევმა.
მისივე თქმით, პრობლემები მის ოჯახში ჯერ კიდევ 2008 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც "ვოსტოკის" წევრებს შორის კონფლიქტი დაიწყო. სწორედ მათ შორის იყო 2009 წელს დუბაიში მოკლული სულიმ იამადაევი და ჩეჩნეთის პრეზიდენტის კადიროვის დაცვა.