დიპლომატიური ურთიერთობების არასებობის პირობებშიც კი მოსკოვი თბილისთან ნორმალური კონტაქტებისათვის მზადაა. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
მისი თქმით, მოსკოვი ამისათვის ყველაფერს აკეთებს და ამის მაგალითად ზემო ლარსის საბაჟო პუნქტის გახსნა და ჩარტერული რეისების აღდგენა დაასახელა.
"რუსეთის ხელისუფლება მზადაა მოსკოვი-თბილისი რეგულარული რეისის აღსადგენად და სხვა მრავალი ნაბიჯის გადასადგმელად რაც ხელოვნურად გაწყვეტილი კავშირის აღდგენას შეუწყობს ხელს", - აცხადებს ლავროვი.
სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთთან და ოსებთან, ასევე სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ურთიერთობების მოგვარებაც ურჩია.