ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების უპირობო დაბრუნებას ეხება.
დოკუმენტი ქართული დელეგაციისა და საპარლამენტო ასამბლეის საპატიო პრეზიდენტის ინიცირებული იყო.
რუსეთის დელეგაციის მწვავე წინააღმდეგობის მიუხედავად რეზოლუციის შესრულებას რუსეთის გარდა ყველა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა.
მეორე რეზოლუცია, რომელიც პოლიტიკურ კომიტეტში განიხილეს ენერგორესურსების პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების შემთხვევებს ეხებოდა.
ქართული დელეგაციის წევრების თქმით, რეზოლუციის განხილვისას არაერთხელ გამოიკვეთა, რომ ბოლო დროს პოლიტიკური მიზნებისათვის გაზსა და ნავთობს სწორედ რუსეთის ფედერაცია იყენებს.