დღეს, 9 ივლისს, 12:00 საათზე, "ახალი მემარჯვენეების"ცენტრალურ ოფისში გაიმართება შეხვედრა საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის წარმომადგენლებთან.
"ახალმა მემარჯვენეებმა" საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიასთან და საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასთან შეხვედრები 8 ივლისს დაიწყეს. საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან შეხვედრა უკვე გაიმართა.
"საქართველოში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს ქვეყნის კონსტიტუციის ახალი ვარიანტის შემუშავება, რომელშიც ჩართულია როგორც კონსტიტუციურ რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისია, ისე საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიაც. "ახალი მემარჯვენეები" აპირებს აქტიურად ჩაერთოს საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების პროცესში", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.