დღეს, 9 ივლისს, 15:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი ლონდონში ვიზიტს შეაჯამებს.
ნიკოლოზ გილაური ლონდონში 7-8 ივლისს იმყოფებოსა, სადაც "როუდ შოუს" ფარგლებში პოტენციურ ინვესტორებს "საქართველოს რკინიგზის" ობლიგაციები შესთავაზა.
გილაურის ლონდონური ვიზიტი ლონდონის საფონდო ბირჟაზე "საქართველოს რკინიგზის" ფასიანი ქაღალდების პირველად განთავსებას შეეხება. საქართველოს მთავრობა ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაახლოებით 250 მლნ. დოლარის მოცულობის ფასიან ქაღალდებს განათავსებს, რომლის ვადიანობაც 5-7 წელია. ლონდონის ბირჟაზე "საქართველოს რკინიგზის" ფასიანი ქაღადები, სავარაუდოდ, ივლისის შუა რიცხვებში განთავსდება და შემოსული თანხა ქვეყანაში სარკინიგზო პროექტების განხორციელებას მოხმარდება.