საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის დროებით რწმუნებულს, იგორ მუსალიმოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ეუთოს ფარგლებში არაფორმალურ მინისტერიალთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ეუთოს წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრა ა. წ. 16-17 ივლისს ალმაატაშია დაგეგმილი.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველო-ყაზახეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.