"გაზპრომს" საქართველოს მაგისტრალური გაზსადენისადმი ინტერესი არ დაუკარგავს. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პარლამეტი მაგისტრალური გაზსადენს საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შეიტანს კომპანიის ექსპერტები მისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლას დაიწყებენ.
"საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შევიძენთ თუ არა გაზსადენის 10-15 %-ს ჯერ ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება უნდა გავაკეთოთ. და ამის შემდეგ მიირებენ გაზპრომის ექსპერტები გადაწყვეტილებას შეძენილი იყოს თუ არა ეს აქტივი" - აცხადებე გაზრპომსში.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ მაგისტრალური გაზსადენის ნაწილობრივი გასხვისება გადაწყვიტა, რის გამოც "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში ცვლილება უნდა შევიდეს და მაგისტრალური გაზსადენი არასაპრივატიზაციო ობიექტებნის ნუსხიდან ამოიღონ. საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობაში თანხმდებიან რომ მაგისტრალური გაზსადენის მინიმუმ 51% სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს.
უმრავლესობის წევრის ლაშა თორდიას განმარტებით, მაგისტრალური გაზსადენი არასაპრივატიზაციო ნუსხიდან ამოვარდება და სახელმწიფოს საშუალება ექნება ობიექტის აქციების ნაწილი ლონდონის ბირჟაზე განათავსოს.
"გაზსადენის გასხვისებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. მისი პრივატიზება შესაძლებელია, თუმცა საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს," - აცხადებს თორდია.
შეგახსენებთ: უცხოურ მედიაში გუშინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ გაზსადენის შესაძენად საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებას „ყაზმუნაიგაზი" მართავს, თუმცა ეს ფაქტი ჩვენთან საუბარში ენერგეტიკის მინისტრმა კატეგორიულად უარყო. უფრო ადრე გაზსადენის საკონტროლო პაკეტის გაყიდვა პრემიერმაც გამორიცხა.
საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი მაგისტრალური გაზსადენის ნებისმიერი ფორმით პრივატიზებას კაპიტულაციად აფასებს. ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის მტკიცებით, თუ მილსადენის თუნდაც ნაწილი პრივატიზებაზე გამოვა, იქ ინვესტირება მხოლოდ რუსული ფულით განხორციელდება. ამის შედეგად კი მისი აზრით, ბევრი საერთაშორისო პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. "ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რას აკეთებს ან აღიაროს, რომ რუსეთს კაპიტულაციას უცხადებს", - აცხადებს ლევან ვეფხვაძე