დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების შესახებ კატალონიის პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ესპანეთის მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და მის გაუქმებას მოითხოვს. კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტს ავტონომიის მთავრობის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა ხელი უკვე მოაწერა. რეფერენდუმი კატალონიაში 1 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.