"ლეიბორისტული პარტია" ვენეციის კომისიას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის პოლიტიკური და ფინანსური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
პარტიამ დღეს სპეციალური განცხადებით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს მიმართა.
როგორც "ლეიბორისტების" ერთ-ერთი ლიდერმა კახა ძაგანიამ აღნიშნა, მიმართვაში საუბარია დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს 2013 წლის შემდეგ საშუალებას მისცემს ქვეყნის მართვა პრემიერ მინისტრის რანგში გააგრძელოს, რაც მისი მრავალწლიანი დიქტატურის დაკანონების ტოლფასი იქნება.
"იმედი მაქვს, რომ ვენეციის კომისია ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და მხარს დაუჭერს "ლეიბორისტული პარტიის" ინიციატივას, რომ კონსტიტუციაში დამატებითი ნორმა ჩაიწეროს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტებს, ვადის ამოწურვის შემდეგ, მთავრობის, პარლამენტის და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი პოსტის დაკავებაზე შეზღუდვები დაუწესდებათ", - აცხადებს ძაგანია.