თვითიზოლირებული მმართველი გუნდი ცდილობს სიმტკიცე სიჯიუტით დაამტკიცოს - უსუფაშვილი, - ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, საქმეს ვერ შველის ვერც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უპრეცედენტოდ ღიად გამოხატული შეშფოთება და იმედგაცრუება.
"საქმეს ვერ შველის ვერც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უპრეცედენტოდ ღიად გამოხატული შეშფოთება და იმედგაცრუება. თვითიზოლირებული მმართველი გუნდი ცდილობს სიმტკიცე სიჯიუტით დაამტკიცოს. ეს ხდება ცუდი სისტემის - ერთპარტიული მმართველობის - გამო. ამგვარი სისტემა ერთი და იმავე კანონზომიერებას ექვემდებარება, იქნება ის „ნაცმოძრაობული“ თუ „ოცნებური“. ამიტომ ჰგვანან ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით 2004 წლის, 2010 წლის და 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმატორების ქმედებები, მიდგომები, რიტორიკა და სტილი"-განაცხადა უსუფაშვილმა.