ბათუმში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთ პირს 90%-იანი დამწვრობა აღენიშნება. მათ შორის, დამწვარი აქვს სასუნთქი გზებიც, ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
სამედიცინო ცენტრ "მედინას" ინფორმაციით, სადაც ამჟამად დაზარალებულია გადაყვანილი, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის, ბათუმში გაზგასამართი სადგური აფეთქდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ხანძრის ლოკალიზებას ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები ცდილობენ, ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
შემთხვევის შედეგად, მიმდებარე ტერიტორიაზე ექვსი საცხოვრებელი სახლი იწვის.