საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქართული მხარე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკას მხარს უჭერს.
"ხშირად სპეკულირებდნენ, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის გადატვირთვის პოლიტიკას მეგობარი და პარტნიორიო ქვეყნების ინტერესებს ეწირებოდა. ეს შიშები მას შემდეგ აღარ არსებობს, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოსკოვში ვიხილეთ, რაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოში იყო და როცა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი პარიზში გამოვიდა. ასევე სპეკულანტებს ამ თემაზე პასუხები გუშინ სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გასცა", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგა ბოკერიამ.
მისვე თქმით, ქართულ მხარეს კარგად ესმის, რომ არსებობს დიდი მასშტაბების საკითხები და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს, შეერთებულ შტატებს დიალოგი და თანამშრომლობა სჭირდება რუსეთთან.
"ორ სახელმწიფოს შორის გადატვირთვის პროცესში არა თუ არ ხდება ჩვენი ფუნდამენტური ინტერესების უგულვებელყოფა, უფრო მეტიც ჩვენი საკითხის უფრო მარლა დაყენება ხდება. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს მყისიერ შედეგს მოიტანს. ჩვენ არ გავქვს ჯერჯერობით საფუძველი, რომ ვიხილოთ ფუნდამენტური ცვალ რუსეთის დამოკიდებულებაში საქართველოს, საკუთარი მეზობლების, ევროპული უსაფრთხოების მიმართ, მაგრამ იმ პროცესში რამაც ნაბიჯ-ნაბიჯ შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს აშშ-ს ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ს გადატვირთვის პოლიტიკას, ისეთს როგორსაც ამას აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია აკეთებს", - აღნიშნა ბოკერიამ.
რაც შეეხება აშშ-ს მიერი საქართველოს ტერიტორიებთან მიმართებაში ტერმინების ცვლას, ბოკერია განმარტავს, რომ ობამას ადმინისტრაცია საბოლოოდ ჩამოყალიბდა და ზუსტის შეფასება მისცა რეალურად რაც ხდება.