საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ სახელმწიფო მდივანს განათლების სისტემის რეფორმაში დახმარება სთხოვა.
როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რომელიც ორი ქვეყნის ინტერესებში შედის.
"შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, აშშ-საქართველოს თანამშრომლობა ნატოში _ ეს საკითხი განვიხილეთ იმ კუთხით თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი გაწევრიანება ალიანსში. ასევე საუბარი შეეხო ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ჩვენს ჩართულობას თანამშრომლობას ეკონომიკურ სფეროებში, თუ რა კუთხით გააგრძეელებს აშშ ჩვენს დახმარებას, თუმცა ხაზგასმით მინდა ავღიშნო რომ აშშ-ს მხრიდან ეკნომიკური დახმარება არ შეხება თანხის გამოყოფას ისინი დაგვეხმარებიან მეტი ინვესტიციების მოძიებაში ",_ განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს დღეისთვის ძალიან ესაჭიროება ისეთი დარგის სპეციალისტები როგორებიც არიან ინჟინრები და "აი-ტის" სპეციალისტები და ა.შ.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს იდეები საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებაში ჩაიდო. ამასთან, ვაშაძემ იმედი გამოთქვა, რომ მათი განხორციელება უახლოეს მომავალში უკვე დაიწყება.