"ჩვენ ვაფასებთ საქართველოს დიდ წვლილს ავღანეთში, ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლას", _ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა
მისი განცხადებით, აშშ დგას ქართველი ჯარისკაცების გვერდზე, რომლებიც იბრძვიან ამერიკის საზღვაო ფლოტთან ერთად და ეხმარებიან ავღანეთს, რათა მას მშვიდობიანი მომავალი ჰქონდეს.
"მინდა მადლობა გადავუხადო მათ სამსახურისა და თავდადებისთვის. ეს წვლილი მაჩვენებელია საქართველოს მონდომებულობისა - დააკმაყოფილოს მოთხოვნები ნატოში გაწევრიანებისთვის", _ განაცხადა კლინტონმა.
მისი განცხადებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკუირ რეფორმებს.
"გვიხარია, რომ საქართველო იზრდება ეკონომიკურად მყარად ამ გლობალური ფინანსური კრიზისის დროს. ჩვენ გაგვამხნევა იმ ნაბიჯებმა, რომელიც გადაიდგა ეუთოს მიერ დემოკრატიული არჩევნების ევროპის საბჭოს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად", _ განაცხადა მან.