აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთს მოუწოდა დაემორჩილოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და აგრეთვე ჯარების გამოყვანას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან.
"პრეზიდენტ ობამასთან ერთად და აე სხვა ამერიკელ ოფიცლურ პირებთან ერთად ხშირად ვახსენებთ ამ საკითხებს რუს კოლეგებთან ერთად და ძალიან მნივშნელოვანია ჩვენთვის რომ ეს ასე გაკეთდეს. ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ყოველთვის ვუჭერთ მხარს ღიად. რუსეთის ლიდერებთან ამ პრობლმეებზე გვაქვს საუბარი. ასევე ჟენევის პროცესზე ვმუშაობთ მრავალმხრივი სახით, ასევე ეუთოსთან ერთად გვაქვს მუშაობა ამ საკითხზე და ხშირად ვსაუბრობთ, რომ რუსეთის მთავრობა აშენებს მუდმივ სამხედრო ბაზებს. ჩვენ ნათლად აღვნიშნავთ, რომ ასეთი კონსტრუქცია არ ეთანხმება და ეწინააღმდეგება რუსეთის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ასე, რომ რუსეთს მოვუწოდებთ, რომ დაემორჩილოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და აგრეთვე ჯარების გამოყვანას ამ პოზიციებიდან. ასევე ჰუმანიტარული დახმარების შესვლის უფლებას ამ რეგიონებში", _ განაცხადა კლინტონმა.