მოსკოვში ვიზიტით მყოფი მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი დღეს, 5 ივლისს, რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ეს ზურაბ ნოღაიდელსა და ვლადიმირ პუტინს შორის რიგით მეორე შეხვედრაა.
პირველი შეხვედრა გასული წლის 23 დეკემბერს გაიმართა, რომლის დროსაც რუსეთის პრემიერმა და მოძრაობის ლიდერმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მოსკოვში აგების შესახებ ისაუბრეს.
ზურაბ ნოღაიდელსა და ვლადიმირ პუტინს შორის 5 ივლისის შეხვედრის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.