აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრით "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელიც კმაყოფილია. მისი განცხადებით მსგავს შეხვედრებს ყოველთვის აქვს აზრი. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
როგორც ცნობილია, თინა ხიდაშელს საშუალება მიეცა კლინტონისთვის კითხვა დაესვა. როგორც თავად აღნიშნავს, ხიდაშელმა კლინტონს ბუშის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადება შეახსენა - "საქართველო დემოკრატიის შუქურაა". ასევე, ხიდაშელმა შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატების ახალ ადმოინისტრაციას საქართველოში დეოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიცია ექნება.
"შევახსენე ქალბატონ ჰილარის ჯორჯ ბუშის მიერ თბილსში გაკეთებული განცხადება, როცა მან საქართველოს დემოკრატიის შუქურა უწოდა და შემდეგ ამ განცხადების გაგრძელება, როგორ გაიგო საქართველოს ხელიუფლებამ ეს განცხადება და როგორ მოიქცა ამის შემდეგ, ვგულისხმობ აგვისტოს ომსა და სხვა დანარჩენს. იმედი გამოვთქვი, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ექნება ახალი პოზიცია საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით და არა ისეთი როგორიც წინა ადმინისტრაციას ჰქონდა ამ ტემასტან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ჩნდება შანსი განსახვავებული აზრის დაფიქსირების და ადრესატამდე მიტანის. მე მინახავს ძალიან ბევრი შეხვედრა უცხოელ პოლიტიკოსებთან და ვიცი, რომ მსგავს შეხვედრებს ყოველთვის ჰქონდა აზრი და გარკვეული შედეგიც", - განაცხადა თინა ხიდაშელმა