XXI საუკუნეში შესაძლებელია ახალი ოქროს ხანა დადგეს საქართველოში, _ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართველ ლიდერ ქალებთან შეხვედრაზე.
"ამერიკული პრესის წარმომადგენლებმა, რომლებიც დღეს ჩემთან ერთად იმყოფებიან შეიძლება არ იციან, რომ მეფე თამარი იყო ქალბატონი, რომელიც საქართველოს ოქროს ხანაში მართავდა ქვეყანას. ვფიქრობ რომ XXI საუკუნეში შესაძლებელია ახალი ოქროს ხანა დადგეს საქართველოში. აუცილებელია, რომ განხორციელდეს ევროპასთან დაახლოების პროგრამები, ნატოსთან დაახლოების პროგრამები და ისეთი ღონისძიებები, რომელიც კიდევ უფრო დაახლოვებს ქართველ ლიდერებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან იურისპრუდენციის მიმართულებით და სხვა მიმართულებით. მე ვხედავ აქ ქალბატონებს, რომლებიც ამ ცვლილებებს ყოველდღიურად ახორციელებენ", _ განაცხადა კლინტონმა.