იმ მილიონობით გადაწყვეტილებაში, რომელსაც ყოველდღიურად მსოფლიოში იღებენ საქართველოს მომავალი უკვე გადაწყვეტილია, _ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართველ ლიდერ ქალებთან შეხვედრაზე.
"მე ვნახე რომ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია თუ როგორ ცდილობენ ქვეყნები გაუმკლავდნენ მსგავს სიძნელეებს. დაწყებული ბალკანეთიდან გაგრძელბული აფრიკაში ადამიანებისათვის სახლის არარსებობის პრობლემით, მაგრამ ის რასაც მე საქართველოში ვხედავ ჩემს გულს ძალიან ხვდება. ცვლილებებისთვის მზაობა ძალიან რეალურია და მე ვიცი, რომ ეს ხდება იმ განგრძობითი ძალისხმებივის შედეგად, რომელთაც მოქალაქეებიც და ლიდერები, მამაკაცები და ქალბატონები ერთად ახორციელებენ", _ განაცხადა კლინტონმა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების კრეატიულობა და ენერგია, არის ის, რაც საბოლოო ჯამში მოახერხებს ქვეყნის მნიშვნელოვანი როლის განხორციელბას.