ეროვნულ ბიბლიოთეკაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონის და ლიდერი ქალების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც ერთი საათი გაგრძელდება.
შეხვედრაზე წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიებიდან ლიდერი ქალები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ქვეყანაში არსებულ ვითარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ასევე დაგეგმილია გენდერულ, ქალთა პრობლემებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე მსჯელობა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება, რომელსაც 100-ზე მეტი ლიდერი ქალი ესწრება, მათ შორის არიან ეკა ზღულაძე, ეკა ბესელია, მანანა ნაჭყებია, რუსუდან კერვალიშვილი, თინა ხიდაშელი, ფიქრია ჩიხრაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სახელმწიფო მდივანი ეროვნულ ბიბლიოთეკიდან საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაემგზავრება.